ესპანეთში მეწყერი ჩამოწვა. ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სტიქიის გამო სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მაგისტრალზე ჩამოწოლილმა მეწყერმა 2 ადამიანი მოიყოლა.
ნაგავსაყრელზე დასაქმებული პირების სამძებრო სამუშაოებში ძაღლებიც არიან ჩართული. სტიქიის გამო საავტომობილო მონაკვეთზე გადაადგილება დროებით შეზღუდული იყო.