დღეს, 12 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭო რიგგარეშე სხდომაზე აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მომავალი წლის ბიუჯეტს მხარი 15 დეპუტატმა დაუჭირა. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია.
აჭარის 2020 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 350 მილიონ 94 ათას 300 ლარითაა განსაზღვრული.