ქვის რამდენიმეტონიანი ლოდები და საფრთხე საცხოვრებელ სახლებთან. საშიშროებაზე სოფელებში ძენწმანში, პირველ მაისსა და ზვარეში მცხოვრებლები საუბრობენ. საფრთხე სამივე შემთხვევაში საცხოვრებელ სახლებს ემუქრება.
ქვების ცვენისა და ლოდების დაცურების შემთხვევები ადგილობრივების თქმით, განსაკუთრებით წვიმიან პერიოდში ხშირდება. ქედის მერიას კი შესაბამისი სამუშაოები თითქმის ყველა შემთხვევაში მომდევნო წლისთვის აქვს დაგეგმილი.