კულტურის სახლი ქედაში 

13 იანვარი 2025, 17:15 213 ნახვა

დაბა ქედის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია იგეგმება ქედაში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც ინტერიერის, ასევე გარე ფასადის რეაბილიტაცია. მოხდება სცენის, საოფისე და  სახელოვნებო სივრცეების ახლით შეცვლა. დამონტაჟდება ახალი ხმის და განათების ტექნიკა.

შენობა უზრუნველყოფილი იქნება ახალი ელექტროგაყვანილობით, სავენტილაციო და გათბობა/გაგრილების სისტემით. 

რეაბილიტაციისთვის ჯამში 4 მილიონ 652 ათას 40 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე წლისთვის ერთი მილიონი ლარი, ხოლო დარჩენილი თანხის ათვისება 2026 წლისთვისაა დაგეგმილი.

სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეასრულებს. 

სამშენებლო სამუშაოები ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2026 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში