უხვი ნალექის შედეგად ქობულეთში მეწყრული პროცესები განვითარდა

28 ნოემბერი 2024, 14:29 526 ნახვა

უხვი ნალექის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ლეღვა, კვირიკე, სოფელ ქობულეთსა და დაბა ჩაქვში მეწყრული კერები განვითარდა.

სოფელ დაგვაში, ბასილაძეების 4-წევრიანი ოჯახი მერიამ უსაფრთხო ადგილას გაიყვანა. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მერიის ცხელ ხაზზე 19 შეტყობინება შევიდა.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, სასმელ წყალს, ის ყველა აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება. დაბა ჩაქვში დაზიანდა გადამცემი ხაზები, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, სოფლების შიდა გზებზე 6-ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. ამ დროისთვის გზებზე 16 მიმართულებაზე ფიქსირდება მეწყრული კერა.

 
 
ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში