ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის "ოსკარი” მოიპოვა

27 ნოემბერი 2024, 10:34 437 ნახვა

ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის "ოსკარი” მოიპოვა. პორტუგალიის, კუნძულ მადეირაზე გამართულ "World Travel Awards"-ის გალა ცერემონიაზე, ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულებად დასახელდა.

პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმმა კონკურენცია გაუწია ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა მელბორნი, ოსლო, ჟენევა, მიუნხენი, ასპენი, ბეიჯინი  და ვისლერი.

"World Travel Awards“ -ზე ასევე გამოვლინდა 2024 წელს, მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები. წელს, მსოფლიოს საუკეთესო საზღვაო მიმართულებად ალგარვე, ხოლო მსოფლიოს წამყვან ტურისტულ მიმართულებად პორტუგალია დასახელდა.

2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა "World Travel Awards"-ის პრესტიჟული ჯილდო 6- ჯერ მოიპოვა. თავდაპირველად, როგორც ევროპის, ხოლო მოგვიანებით, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ.

2023 წელს, კი მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიაზე, რომელსაც აჭარამ უმასპინძლა ბათუმი, აჭარა ევროპის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში