დიდთოვლობა ხულოში

17 დეკემბერი 2024, 12:02 260 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის საპრევენციო სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტებში გაიწმინდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის და მუნიციპალიტეტის მერიის სპეცტექნიკა.

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის მერია და შესაბამისი სამსახურები, საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას, მოქმედებს ცხელი ხაზი. გადაადგილებისას როგორც ცენტრალურ მაგისტრალზე, ასევე თემებთან მისასვლელ გზებზე დაწესებულია შეზღუდვები.

გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით, რეკომენდებულია ჯაჭვებიც ლიპყინულის გამო. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის (სოფ. პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, ენერგო-პროს ინფორმაციით, შეზღუდვებია მაღალი ზონის სოფლებში, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში