2020 წლის გაზრდილი ბიუჯეტის მაჩვენებელს უპრეცედენტოს და რეკორდულს უწოდებს რეგიონის პირველი პირი. დაგეგმილ პროექტებზე დღეს თორნიკე რიჟვაძემ მედიის თანდასწრებით ისაუბრა.
ოცნების ქალაქისა და ახალი სკოლების მშენებლობა, გზების რეაბილიტაცია, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებების გაზრდილი დაფინანსება, სამუსიკო და სასპორტო სკოლების პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდა, გაზიფიკაცია და წყალმომარაგება. „წინასაარჩევნო ბიუჯეტი და პოპულისტური განცხადებები“ - დოკუმენტის განხილვა უმაღლეს საბჭოში ჯერ არ დაწყებულა, თუმცა პროექტს ასე აფასებენ უკვე ნაციონალურ მოძრაობაში.