ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და ეკონომიკურ ვითარებაზე მოსაზრებები გაცვალეს დღეს პრემიერ-მინისტრმა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა.
დახურული ფორმატის აუდიენცია მხარეებს შორის 4 საათი გაგრძელდა.
საჭიროების შემთხვევაში კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთ გზად კომპრომისზე წასვლას ასახელებენ ბიზნესმენები.
მიაჩნიათ რომ როგორც ქვეყანას ისე ეკონომიკას სჭირდება სტაბილურობა. შეხვედრიდან გამოსული ბიზნესმენებმა თქვეს, რომ მაგიდასთან გაისმა კრიტიკული მოსაზრებები, და რომ მათ ვისაც კითხვები აქვთ საჯაროდ შეხვდება პრემიერი.