ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყაზახეთის რესპუბლიკაში შეხვედრა გამართა 

08 ნოემბერი 2024, 10:44 265 ნახვა

შუა დერეფნის, როგორც ევროპა – აზიის დამაკავშირებელ საიმედო ალტერნატივასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის რიგით 23-ე მინისტერიალზე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ბუნებრივად განსაზღვრავს ქვეყნის როლს, იყოს კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. 

აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს შავ ზღვაზე საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სხვა შავი ზღვისპირა პორტებთან საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში