6 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია - არაბთა გაერთიანებულ საემიროებში თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია „ემაარი“ მრავალმილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს.
მთავრობის დელეგაციის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი აბუ დაბიში დასრულდა, პრემიერ მინისტრი არაბთა გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო მინისტრმა აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.
მაღალი რანგის შეხვედრები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობა, მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებთან ერთად მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.