48 მილიონი სამი კორპუსისთვის - „ოცნების ქალაქში“ დაპირებების არ სჯერათ

14 ოქტომბერი 2019, 20:16 1820 ნახვა

ე.წ. ოცნების ქალაქში პირველი სამი კორპუსის აშენება და ტერიტორიის კეთილმოწყობა 48 მილიონი ლარი დაჯდება - ეს იმ პროექტში წერია, რომელიც აჭარის მთავრობას, დაგვიანებით, მაგრამ უკვე ჩაბარდა. ცნობისთვის, აქამდე 48 მილიონი ლარი 4 წელზე გათვლილი პროექტის ჯამურ ღირებულად სახელდებოდა, ახლა კი როგორც გაირკვა ეს თანხა მხოლოდ პირველი სამი კორპუსის ასაშენებლადაა საჭირო.

პირველ ეტაპზე საცხოვრებლად მომზადებული ბინებით 582 ოჯახი დაკმაყოფილდება, დასახლებაში კი 1500-ზე მეტი ცხოვრობს. ანუ თუ მთავრობა პირობის მიხედვით ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და ამ სამ კორპუსზე არ გაჩერდება, მაშინ პროექტის ღირებულება გაიზრდება და მინიმუმ 100 მილიონს გადააჭარბებს.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით ტენდერი ერთ კვირაში გამოცხადდება, ბიუჯეტში თანხას კი წლის ბოლომდე გაითვალისწინებენ. ახლა ხალხს აინტერესებს ვის შეხვდება პირველ რიგში ბინა? 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი