სანამ სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობს, ის ისევ კრიტიკის საგანია კიდევ ერთი სკანდალური შეწყალების გამო. როგორც ირკვევა, განზრახ მკვლელობის საქმეში მსჯავრდებული პირების გარდა, პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულზე ნარკორეალიზატორებიც შეიწყალა.
შესაძლოა, ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარონ, მანამდე კი გამოძიების კითხვებს პასუხს, სავარაუდოდ, დიმიტრი გაბუნია გაცემს, რომელმაც დღეს პროცესში მონაწილეობა უარყო, უფრო მეტიც, ამბობს, რომ თვითონაც არის დაინტერესებული ვინ ურჩია სალომე ზურაბიშვილს ამ მსჯავრდებულების შეწყალება.