პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი იმ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას უხელმძღვანელებს, რომელმაც 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლის. კომისიის მდივანი კი სოზარ სუბარი იქნება.
პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გაიმართა, ჯგუფში 10 წევრია აქედან ორი ადგილი კი გახარიას გუნდს ეკუთვნის, რომლებიც აცხადებენ რომ მონაწილეობას არ მიიღებენ, ვინაიდან პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ.
კომისიის შექმნას კრიტიკულად აფასებს „ნაციონალური მოძრაობა“.