ურთიერთბრალდებების მთავარ თემად რჩება "ქართული ოცნების" დაანონსებული კანონები. სახელისუფლებო პარტია აცხადებს, რომ ერთი-ერთში გადმოაქვს მედიის რეგულირების ბრიტანული მოდელი.
უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ გადადგამენ ნაბიჯებს. ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივაში რადიკალურად განსხვავებულ მოტივაციას ხედავს და კანონს რეპრესიულს უწოდებს.