დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობა

07 თებერვალი 2025, 20:00 100 ნახვა

დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც წინა ხელისუფლების საქმიანობა უნდა შეისწავლოს, მუშაობას მომდევნო კვირიდან დაიწყებს. დღეს საკანონმდებლო ორგანოში კომისიის წევრთა რაოდენობა და კვოტები განისაზღვრა. კომისიაში 10 წევრი იქნება.
კომისია პირველ ეტაპზე სამი თვის განმავლობაში იმუშავებს და 2003-12 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის.
ცნობილია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საგამოძიებო კომისიასთან არ ითანამშრომლებს და 13 წლის შემდეგ საკითხის წამოწევას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში