"ქართული ოცნების" ინიციატივა

06 თებერვალი 2025, 18:20 139 ნახვა

"ქართული ოცნება" ამერიკული "ფარას" ანალოგიური კანონპროექტის მიღებაზე მუშაობას იწყებს. რა მიზნით აპირებს მმართველი გუნდი ამერიკული კანონის ქართულ საკანონმდებლო სივრცეში შემოტანას? - ხელისუფლების განმარტებით, ეს ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას ემსახურება.
ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ინიციატივა ქვეყანაში საპროტესტო მუხტის ჩახშობას და მოქალაქეების დაშინებას ემსახურება. ამერიკული ფარა ჩაანაცვლებს უკვე მოქმედ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ საპროტესტო აქციების ფონზე დაამტკიცა.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში