შეკრება-მანიფესტაციებთან, ასევე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილება არის „დიქტატურის დაკანონების ნაბიჯი“- მიაჩნიათ „ძლიერი საქართველოს“ წევრებს. გარდა ამისა პარტიაში მიაჩნიათ რომ გუშინ თბილისის შემოსასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა დაიწყოს.