უკვე წლებია, აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები მოსახლეობა, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციას ითხოვს. ასევე წლებია ისინი ისმენენ დაპირებებს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, თუმცა უშედეგოდ. სამუშაოები, რომელიც მაისის თვეში დაიწყო, ნელი ტემპით, პერიოდულად მიმდინარეობს.
მოსახლეობის კრიტიკას იზიარებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძე მშენებელ კომპანიასთან კონტრაქტის შეწყვეტას არ გამორიცხავს. იტალიური „ტოდინისთვის“ ხელშეკრულების გაუქმებას, მთავრობასთან დაახლოებული კომპანიის ჩანაცვლების სურვილით ხსნიან ოპოზიციაში.