საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რაგბის თემაზე 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა.
მონეტის დიზაინი მამუკა და ნიტა გონგაძეებს ეკუთვნით. მონეტები ლიეტუვას ზარაფხანაში მოიჭრა.
ახალი საკოლექციო მონეტების გაყიდვა 2019 წლის 29 აგვისტოდან დაიწყება. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში. ვერცხლის მონეტის ფასი 75 ლარი, ოქროს კი, რომელიც სულ 100 ცალია 1500 ლარი იქნება.
მონეტები დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარადგინა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ზედიზედ მეხუთედ, იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება საკოლექციო მონეტების გამოშვება.
ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე დე ჯგუფში უელსის, ამერიკის ზონაში მეორე ადგილზე გასული ნაკრების, ფიჯის და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ. რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი იაპონიაში 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება. ამ ეტაპისთვის კი ამხანაგური შეხვედრები ტარდება.
გუშინ ბორჯღალოსნებმა სამხრეთაფრიკული გუნდი საუზერ კინგი დაამარცხეს.