"ეს ტერიტორია ქალაქის ისეთივე ისტორიული ნაწილია, როგორიც მისი ნებისმიერი კუთხე"-ლაშა კომახიძე რივიერას ტერიტორიაზე

16 ივლისი 2019, 14:18 2285 ნახვა

ბათუმის „რივიერას“ განაშენიანების  გეგმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა  ბათუმის მერმაც.  ლაშა  კომახიძის  თქმით, ქალაქი დღეს დგას ეტაპზე როდესაც მას შეუძლია გადადგას  ძალიან დიდი ნაბიჯი განვითარებისაკენ. მისივე განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია ქალაქის ისეთივე ისტორიული ნაწილია, როგორიც მისი ნებისმიერი კუთხე.

„რაც შეეხება ტერიტორიას. დიახ, ეს არის ქალაქის ისტორიული ნაწილი, ისევე როგორიც  ქალაქის  ისტორიული ნაწილია  მისი ნებისმიერი კუთხე, რადგან ბათუმი უკვე დიდი ხანია ამ საზღვრებში არის.  ჩვენ გვაქვს იმ ტერიტორიაზე 6 ჰექტარი მინდორი, რომელიც არის ერთის მხრივ სამხედრო ბუნკერი და დანარჩენი ნაწილი  ქცეული კატარღების სასაწყობედ. კერძო ტერიტორია, რომელსაც აბსოლუტურად ვერ ხმარობს ქალაქი ვერანაირად და ტერიტორია, რომელიც არის ინვესტორის მფლობელობაში“-განაცახადა ბათუმის მერმა.

მისივე განმარტებით კომპანია ითხოვს მხოლოდ k2-ის უმნიშვნელო ზრდას. ამიტომ მცდარია ის მოსაზრება, თითქოს იქ რაიმე ისეთი პროექტი იგეგმება, რომელიც პარამეტრებიდან გადის.

„ფაქტიურად გარდა ერთი შენობისა რომლისთვისაც მოითხოვება 5,0 კოეფიციენტი სხვა ყველა შემთხვევაში ის კოეფიციენტი, რომელიც დღეს-დღეობით იმ ტერიტორიას აქვს იმ საზღვრებში რა საზღვრებშიც არის და იმ სტატუსით რა სტატუსითაც არის აბსოლუტურად კმარა ამ პროექტის განხორციელებისათვის. ანუ აქ არ უნდა შეექმნას ვინმეს შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც ისეთის განხორციელება იგეგმება, რომელიც რაღაც პარამეტრებიდან და ჩარჩოებიდან გადის.“

მისივე განმარტებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღნიშნულ ტერიტორიას ისტორიული ზონის სტატუსი მიენიჭება არაფერი შეიცვლება.

„ზონის დამტკიცების შემთხვევაშიც კი არაფერი შეიცვლება, რადგან ამ ზონის დამტკიცების შემთხვევაშიც ეს ტერიტორიაზე გენერალური  გეგმის კოეფიციენტით და იგივე პარამეტრებით რჩება, იქ არ არის რაიმე სხვა განაშენიანება, გამიგეთ რაშია საქმე?“-განმარტა ბათუმის მერმა.

მერის განმარტებით, ისტორიულად გეოგრაფიკის კვლევა მოწმობს, რომ იქ არანაირი ძეგლის ნატამალიც კი არ არის შერჩენილი. ლაშა კომახიძის თქმით,  ამ ადგილს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი,  და მისი გამოყენება ქალაქის სასარგებლოდ აუცილებელია.

შეიძლება შეემატოს მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, რომელიც  ძალიან გააძლიერებს ბათუმის პოტენციალს და სიძლიერეს.

განაცხადა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში