პროტესტის 73-ე ღამე ბათუმში

09 თებერვალი 2025, 11:08 156 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია.  ბათუმში საპროტესტო აქციის ლოკაცია უცვლელია.

მოქალაქეები 73-ე დღეა ითხოვენ ხელახალ არჩევნებსა და ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას დაუშვებლად მიიჩნევენ.  ამბობენ, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია.

მოთხოვნებს აქციების დაწყებიდან მალევე დაემატა  პატიმრობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნაც. აღსანიშნავია, რომ  აქციებზე დაკავებულების ნაწილი პროტესტს საპატიმროში შიმშილობით აგრძელებს. მათ შორისაა ბათუმის აქციების აქტიური მონაწილე მედროშე თემურ ქათამაძე და მედია მენეჯერი მზია ამაღლობელი.

მათი გათავისუფლება პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი პირველია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში