სომალში ტერაქტის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა

13 ივლისი 2019, 15:58 1804 ნახვა

სომალში სასტუმროზე  ტერორისტული თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, 56 კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან აშშ-ს, კენიის, ტანზანიის, კანადის და ბრიტანეთის მოქალაქეები.

უცხოური მედიის ცნობით, სასტუმროში, სადაც ტერაქტი მოხდა, შეხვედრა მიმდინარეობდა. სასტუმროს ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული მანქანა დაეჯახა, რასაც ორმხრივი სროლა მოჰყვა.

 

გავრცელებული ინფორმაციით თავდასხმა ტერორისტული დაჯგუფება „აშ-შაბაბის“ ტერორისტებმა განახორციელეს, მოკლულიაა ოთხი ტერორისტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში