"პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა, არ გიდასტურებთ"-ვლადიმერ კონსტანტინიდი გახარიას განცხადებაზე 

12 ივლისი 2019, 10:20 3235 ნახვა

„ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ასეთი რამ პირველად მესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა. ასეთი რამ ჩვენი უწყების ეგიდით არ ყოფილა. ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ-ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი გიორგი გახარიას გუშინდელ განცხადებას. 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინ  განცხადა, რომ 20 ივნისს  ელჩებთან ერთად  დილის 7 საათამდე პარლამენტის შენობიდან რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა.

"რაც შეეხება მე სად ვიყავი. მე ვიყავი იქ, შიგნით [პარლამენტის შენობაში] და ვუყურებდი, უშუალოდ ვხედავდი ამ ყველაფერს… უშუალოდ ვხედავდი, ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს. უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად… ზოგიერთი კიდე… არ დავასახელებ… ამასაც გამოძიება დაადგენს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას"-განაცხადა გუშინ გიორგი გახარიამ.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი