შუახევში, სპორტ-სკოლასთან არსებული ღია სპორტული მოედნის გაფართოება მიმდინარეობს. სამუშაოები ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში სრულდება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი გამოიყო. პარალელურად ღია სპორტული მოედნის მოწყობა, სოფელ ნიგაზეულშიც მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, ახალი სპორტული მოედანი სოფელ ოლადაურში, სხეფსა და ჯაბნიძეებშიც აშენდა.