შავდათუაშვილმა ოლიმპიური მედალი საცოლეს გადასცა

20 აგვისტო 2016, 00:00 2577 ნახვა

ოლიმპიური ბრინჯაოს მედალოსანი საქართველოში დაბრუნდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საცოლე, მეგობრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. ლაშა შავდათუაშვილმა ჩამოსვლისთანავე  ოლიმპიური მედალი საცოლეს გადასცა. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა შავდათუაშვილმა საქართველოს, პირველი მედალი მოუტანა. ქართველმა ძიუდოისტმა ტურნირზე ერთადერთი შეხვედრა წააგო იაპონელ შოჰეი ონოსთან. იქამდე კი  მან ერთმანეთის მიყოლებით იპონით  დაამარცხა კუბელი და შრი-ლანკელი ფალავნები. რეპეჟაში კი 8 აგვისტოს  შავდათუაშვილმა რუსი იარცევი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. 

ამავე კატეგორიაში