ბათუმის თევზის მაღაზია გაქურდეს

23 მაისი 2019, 13:25 4206 ნახვა

ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე თევზის მაღაზია გაქურდეს. მეპატრონეებს ობიექტი დილით გატეხილი დახვდათ.  

ამ ეტაპზე უცნობია, რისი წაღება მოახერხეს მძარცველებმა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. ტერიტორია კი ყვითელი ლენტით იყო შემოფარგლული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში