აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

05 მარტი 2025, 11:39 134 ნახვა

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლოში. 11-ვე დაკავებული  წინასწარ პატიმრობაშია და მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით აქვთ წარდგენილი. ისინი საპროტესტო აქციებზე დააკავეს.

გაგახსენებთ,  ბოლო სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას, რაც შეიძლება ითქვას, მოსამართლემ დააკმაყოფილა, რითიც არ გაიზიარა  დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც დაკავებულების  გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ადვოკატების თქმით, საქმეში არ დევს მტკიცებულებები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაადასტურებს, ამიტომ მიაჩნიათ, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში