სახელმწიფო ღალატის მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში

04 მარტი 2025, 19:53 114 ნახვა

პარლამენტმა, 83 ხმით, მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში “სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნებასაც. ცვლილებების მიხედვით სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 307-ე მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა საბოტაჟი ან და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
კანონპროექტით პასუხისმგებლობაა ასევე გათვალისწინებული ისეთი ქმედებებისთვის, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, დივერსია. ქართული ოცნების წევრების თქმით, ეს არის სახელმწიფოს ფუნდამენტური დაცვის საკითხი.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში