თბილისში სპეცოპერაცია ჩატარდა, შსს-ს ინფორმაციით ორი პირი დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ,რა დროსაც ეჭვმიტანილები გაქცევას ცდილობდნენ.
ისინი პოლიციის ორ თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები. პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.