ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქობულეთში. კოსტავას, თბილისის, მეგობრობის, რუსთაველის, ე.წ.-ულ ემტეესის და კარიერის დასახლებებში ქუჩების კეთილმოეწყობა მიმდინარეობს.
ასევე აღმაშენებლის ქუჩაზე უნდა მოეწყოს სკვერი, სადაც განთავსებული იქნება საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები , სპორტული მოედანი. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ქობულეთის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები ტურისტულ სეზონამდე უნდა დასრულდეს.