მარადიდში მცხოვრები მოსახლეობის მოთხოვნას კომპენსაციებთან დაკავშირებით შერეული კომისია შეისწავლის. დღეს ხელვაჩაურის მერიაში პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართება.
მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ „კირნათი ჰესის“ მშენებელმა კომპანია „აჭარ ენერჯი 2007-ის“ ხელმძღვანელობამ ოჯახებს, რომელთა ტერიტორიებიც უნდა დაიტბოროს მიწის ნაკვეთებში შესაბამისი თანხა გადაუხადოს და ასევე შეისწავლოს ის რისკები, რომელიც იქ დარჩენილ მოსახლეობას ემუქრება.
შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაესწრებიან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ხელვაჩაურის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მოსახლეობა.