ე.წ ჭაობის დასახლებაში 8 ქუჩისა და შესახვევის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. იგეგმება ასაფალტის საფარის შეცვლა, მოეწყობა ბორდიურები, ტროტუარებზე კი დეკორატიული ფილები დაიგება . დამონტაჟდება სანიაღვრე არხები და ჭები, პარალელურად მოსახლეობის ახალ ქსელზე დაერთება ხდება.
პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტია. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს ბათუმის მერმა დაათვალიერა.