ქობულეთში, ე.წ. ემტეესის უბანში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე ქუჩაზე შენდება სანიაღვრე არხები, მოეწყობა ტროტუარი და დაიგება ასფალტის საფარი.
სამშენებლო სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება. პროექტში ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარია გამოყოფილი.