ბათუმის მერია ქობულეთს 2004 წელს გამოშვებულ ავტობუსს გადასცემს, ამის შესახებ დადგენილება ბათუმის საკრებულოზე გავიდა.
მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისის მართვის ხელმძღვანელი ეგარსლარ ლომაძე მოხსენებით ბარათში წერს, რომ 2004 წელს შეძენილი ავტობუსის ამჟამინდელი ღირებულება 700 ლარია. "ვინაიდან ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება მიმდინარეობს, ქალაქის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ერთი ავტობუსის უსასყიდლოდ ქობულეთისთვის გადაცემა" - წერია განმარტებით ბარათში.
ავტობუსის გადაცემის მოთხოვნით, ბათუმის მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ 2019 წლის 30 იანვარს მიმართა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბაზაზე ამ ეტაპზე 10 ე.წ. ყვითელი ავტობუსია. ქობულეთის მერიას დამატებით 40 მდე კონტრაქტი სამარშრუტო ტაქსებთან აქვს გაფორმებული.