შუახევში ავტომანქანა ხევში გადავარდა - დაშავდა ორი ადამიანი

19 თებერვალი 2019, 00:00 6841 ნახვა

შუახევში, სოფელ მაწყვალთის ცენტრალური გზიდან ავტომანქანა ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, სამმა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო. დათოვლილი ხევიდან დაშავებულების ამოსაყვანად ადგილზე სამაშველო ბრიგადები მივიდნენ. 

მაშველებს დაშავებულების ამოყვანაში მოქალაქეები ეხმარებოდნენ. სპეციალური ტროსების დახმარებით, ეტაპობრივად, სათითაოდ ამოიყვანეს მოქალაქეები. 

სოციალურ ქსელში ვიდეო ნარგიზ დიასამიძემ განათავსა, მისი ინფორმაციით ყველანი ერთად გასვენებაში იყვნენ და უკან დაბრუნების დროს მოხდა ინციდენტი.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ვიდეო: ნარგიზ დიასამიძე

ამავე კატეგორიაში