ქედაში მგზავრთა მოსაცდელების რეაბილიტაციას ითხოვენ

23 იანვარი 2019, 00:00 1379 ნახვა

ქედაში მგზავრთა მოსაცდელების რეაბილიტაციასაც ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, მოსაცდელები დაზიანებულია როგორც დაბაში, ისე სოფლებში. სოფელ ზვარეში  მოსაცდელის მაგივრობას ფანჩატური ასრულებს.

ქედის მერიაში ამბობენ, რომ კონკრეტული თანხები  გამოყოფილი არაა, თუმცა შენობები დაბის კეთილმოწყობის ფარგლებში შეკეთდება.  გასულ წელს ქედაში  7 მოსაცდელი აშენდა.  ამისთვის ბიუჯეტიდან 27 760 ლარი დაიხარჯა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი