ცხოვრება სამანქანე გზის გარეშე, 40 წლის წინ კუსტარულად აგებული საცალფეხო ხიდის იმედად - ეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი სხალთაა, სადაც 10-ზე მეტი ოჯახი ამორტიზებული და საფრთხის შემცველი ხიდის დემონტაჟს და ახლის მოწყობას ითხოვს.
ამ ოჯახებს ცენტრთან მხოლოდ ეს ხიდი აკავშირებს, არ არსებობს სხვა შემოვლითი და პირდაპირი სამანქანე გზა. ხულოს მერიას ამ ხიდის მოწყობა 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვს. ირწმუნებიან, რომ პრობლემებს პრიორიტეტების მიხედვით წყვეტენ.