სასკოლო ლაბორატორიების აღჭურვა

23 დეკემბერი 2018, 00:00 1208 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ სკოლაში ლაბორატორია მოეწყო.  სოფელ ზემო ვაშლოვანში  საბუნებისმეტყველო გაკვეთილები  სპეციალურ კაბინეტში ჩატარდება, მოსწავლეები ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილებზე თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც შეიძენენ.

თვალსაჩინოებებითა და  საილუსტრაციო მასალებით სკოლა აჭარის განათლების სამინისტრომ უზრუნველყო. ხულოში 49 საჯარო სკოლიდან ლაბორატორია მხოლოდ ექვსშია მოწყობილი.

ამავე კატეგორიაში