მოსახლეობის მოთხოვნის შემდეგ სოფელ წონიარისში გზა გაფართოვდა. აშენდა დამცავი კედელი, რაც ფეხით მოსიარულეების უსაფრთხო გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
მოეწყობა საპარკინგე ტერიტორიაც. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და მისთვის ბიუჯეტიდან 23 ათასი ლარი დაიხარჯა.