კვაშტაში გზის რეაბილიტაციისთვის 13 ათასი ლარი დაიხარჯა
11 ნოემბერი 2018,
00:00
1406 ნახვა
სოფელ კვაშტაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოებისთვის 13 ათასი ლარი ქედის მერიამ საუბნო გზების მოწესრიგების პროგრამის ფარგლებში გამოყო. ავარიული გზის გამო მოსახლეობა მდინარის გავლით ან შემოვლითი გზით სარგებლობდა.