უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა ხულოს პოლიკლინიკაში. ადგილობრივებს კონსულტაციები სხვადასხვა პროფილის მედიკოსებმა გაუწიეს. ჩატარდა ექოსკოპიური კვლევებიც.
სამედიცინო აქცია თბილისის მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრისა და სხივური მედიცინის ცენტრის ორგანიზებით და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.