ქედის რამდენიმე სოფელში მოქალაქეების მოთხოვნა ადგილობრივი მთავრობა ასრულებს, თუმცა როგორც ჩანს საჭიროებას ზუსტად ვერ პასუხობს. კოლოტაურში ამბობენ რომ განათებისთვის ბოძები დაამონტაჟეს, თუმცა არა ისეთ ადგილებში სადაც რეალური საჭიროებაა და განსაკუთრებით სახიფათოა ღამის საათებში გადაადგილება.
ზენდიდში კი ირწმუნებიან რომ ბოძები ერთმანეთისგან იმდენად დაშორებულია რომ გზებს სათანადოდ ვერ გაანათებს, ამასთან იქ ჯერ კიდევ არაა ჩართული განათება. რას პასუხობენ ადგილობრივებს ქედის მერიაში.