“მე და ჩემი სახლი”-ასე ჰქვია ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის პრეზენტაციაც ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში, აჭარული სახლის კუთხეში შედგა. ღონისძიებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ესწრებოდნენ.
ბენეფიციარებს პროგრამის გაცნობასთან ერთად პრაქტიკული სავარჯიშოები ჩაუტარდათ, თუ როგორ აშენებდნენ ადრე აჭარულ სახლს. მოეწყო ფილმის ჩვენებაც. პროექტის მიზანი სამუზეუმო სივრცეში, ინკლუზიურ-საგანამანათლებლო პროგრამების განხორციელება და დამკვიდრებაა.