ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 

03 მარტი 2025, 11:20 96 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში. მასში აღნიშნულია, რომ  ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას, შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა ბადრა გუნბამ.

წინასწარი შედეგები ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა სხვადასხვა ტელეგრამ არხზე გავრცელებული მონაცემებით, ის ლიდერობს.ე.წ. არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას ე.წ. „საარჩევნო უბანზე“ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაიჭრა ორი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ე.წ. არჩევნებს ბრიფნგით გამოეხმაურა აფხაზეთის ავტონიმური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში