„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნების“ დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მაუწყებლებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სტანდარტს უახლოვდება.
პარლამენტში ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტია ინიცირებული. პირველი პროექტის გათვალისწინებით, სატელევიზიო და რადიო ორგანიზაციებს "უცხოური ძალისგან" დაფინანსების მიღება ეკრძალებათ.
მეორე კანონპროექტის მიხედვით კი კომუნიკაციების კომისიას ტელევიზიებისა და რადიოების გაფრთხილება და დაჯარიმება შეეძლება იმ შემთხვევაში, თუ მაგალიათად ახალი ამბების გაშუქების დროს "სამართლიანობისა" და "მიუკერძოებლობის" პრინციპები არ იქნება დაცული, დარღვეული იქნება ბალანსი.
ასევე თუ პირდაპირ ეთერში შესული ზარები სამართლიანობის პრინციპით არ შეირჩევა, ერთი შეხედულების გამოხატვა დაუშვებელი იქნება;