„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ განხილვა იურიდიულ კომიტეტზე

03 მარტი 2025, 14:44 88 ნახვა

პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაიწყო.  იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილავენ   "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" პროექტს, რომელიც ამერიკული ფარას ანალოგია.   

როგორც  მმართველ  გუნდში აცახდებენ  კანონის მიღება  ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების პრევენცია იქნება, რომლითაც შეიცვლება უკვე მიღებული  გამჭვირვალობის შესახებ კანონი.  

ოპოზიციას მიაჩნია, რომ საკანონმდებლო პაკეტი მეგობარი ქვეყნების წინააღმდეგ არის მიმართული და მისი მთავარი მიზანი ხალხში არსებული პროტესტის დაშლაა. 

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები, ქართული ოცნების დეპუტატები კი ოპონენტებს  ახსენებენ,  რომ კანონი სპეკულაციისთვის  სივრცეს არ დატოვებს და, რომ  ამერიკული „ფარას“ საქართველოში გადმოტანა სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ არის მიმართული. 

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში