ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საარჩევნო უბანზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა

02 მარტი 2025, 11:17 175 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას „საარჩევნო უბანზე“ შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაიჭრა ორი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

შეიარაღებული თავდასხმა გაგრის რაიონის, ქალაქ განთიადის სკოლა N2-ში მდებარე ე.წ. საარჩევნო უბანზე მოხდა.

ე.წ. სამართალდამცავებმა ბლოკ-პოსტი “მუსერა” გადაკეტეს, მაგრამ თავდამსხმელები გაჩერების შესახებ ბრძანებას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, “საარჩევნო უბანზე” თავდასხმაში დაახლოებით, 20 ადამიანი მონაწილეობდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე ძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი