აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, აჭარაში ციტრუსის ბაღები შეიწამლება. წამლობითი ღონისძიება ძირითადად ხელვაჩაურსა და ქობულეთში ჩატარდება. მავნებლის წინააღმდეგ სხვადასხვა პრეპარატს გამოიყენებენ. საკოორდინაციო შტაბის მიერ რეგიონში უკვე მობილიზებულია თერმული ნისლის აგრეგატი მანქანები და ცივი შესხურების დანადგარები. მანდარინის პლანტაციების გარდა შეიწამლება სხვა ნარგავებიც.
დღეს ტექნიკა ხელვაჩაურის სოფლებში გავიდა. პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა. ტიტე აროშიძის განცხადებით, ციტრუსის ამ ეტაპზე დაზიანებული არ არის, ტერიტორიების შეწამვლის პრევენციული ღონისძიებების მიზანი კი მოსავლის განადგურების საფრთხის თავიდან არიდებაა.