ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აქციაზე გზის გადაკეტვის საქმეზე, ბრალდებული თორმეტივე პირი 500-500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ბრალდებულები ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში გეგმავენ. მათი თქმით, კანონი არ დაურღვევიათ, უფრო მეტიც, მათთან მიმართებაში დაირღვა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
ბრალდებულთა ნაწილი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, ისინი გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლოს შენობასთან ელოდნენ.
თორმეტივე პირის შემთხვევაში საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით იყო აღძრული.